“ჩინური ვაქცინის გარკვეული დოზების შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დასრულდა”


ავტორი
Front News საქართველო
ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დიდი აქტივობა არ არის, მაგრამ თანდათან „იქოქება“ მდგომარეობა. ვფიქრობთ, ვაქცინაციაში ჩართულ პირთა რაოდენობა თანდათან გაიზრდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იგეგმება სხვადასხვა ვაქცინის ქვეყანაში შემოტანა.
"იგეგმება სხვადასხვა ვაქცინის ქვეყანაში შემოტანა. საუბარია ინდოეთში მოლაპარაკებების გარკვეულწილად დასრულებაზე, ხოლო დასრულდა მოლაპარაკება „სინოფარმზე“, ჩინურ ვაქცინაზე, ქვეყანაში გარკვეული დოზების შემოტანასთან მიმართებაში. ჩინეთის მოსახლეობა ამ ვაქცინით არის აცრილი. მოგეხენებათ, „სინოფარმს“ და სინოვაკს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ექნებათ. „სინოფარმს“ აქვს რამდენიმე ევროპული ქვეყნის ავტორიზაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს