ჩიტაიას ქუჩაზე შეიარაღებულმა პირებმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე შეიარაღებულმა პირებმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს.
არსებული ინფორმაციით, ორი შეიარაღებული პირი სუპერმარკეტში შეიჭრა, თუმცა ადგილზე მალევე მივიდნენ სამართალდამცველები და თავდამსხმელები დააკავეს.
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეტყობინება შემოვიდა, რომ ჩიტაიას ქუჩაზე, სუპერმარკეტ „სპარში“ შესული იყო ორი პირი. ისინი იყვნენ შეიარაღებული. შეტყობინების შესვლისთანავე, საპატრულო ეკიპაჟი მყისიერად მივიდა ადგილზე. გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით. ადგილზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხდა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ლაშა ჯოხაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს