ჩხოროწყუში ხიდის ჩანგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
შემთხვევა
1027

ავტორი
Front News საქართველო
ჩხოროწყუსა და გარახის უბნის დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოყვა.
არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო ავტომობილი გადადიოდა, რომელმაც სიმძიმეს ვერ გაუძლო.
სატვირთო მდინარეში ჩავარდა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ცხედარი უკვე ამოყვანილია. ის ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაასვენეს.
თაგები:
ჩხოროწყუ




