Logo

ჩხოროწყუს სოფელ მუხურში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

რეგიონები
156
Frontnews image description

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში  N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. სრულად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ადგილობრივი თვითმმართველობების წევრებთან ერთად დაესწრო.

განახლებული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა ბაღის შენობა, მოეწყო ეზო და სათამაშო მოედნები. ბაღი აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.

ბაღის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

თაგები:

ჩხოროწყუ
Advertisement