Logo

ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში სექსუალური ხასიათის დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სამართალი
22.07.2021 / 21:10
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში  სექსუალური ხასიათის დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 

არსებული ინფორმაციით, მასწავლებელს მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

 

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

თაგები:

გამოძიება
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები