ჩუღურეთში 5 ტრანსგენდერ ქალს ათეულობით ადამიანი თავს დაესხა


ავტორი
Front News საქართველო
ჩუღურეთში 5 ტრანსგენდერ ქალს ათეულობით ადამიანი თავს დაესხა. ძალადობა 29 მაისს, გამთენიისას მოხდა. ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.
ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალის თქმით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი კაცი მათთან სახლში მივიდა და სექს მომსახურება სთხოვა, უარის მიღებამ კი გააღიზიანა, ქალები სიტყვიერად შეურაცხყო, მოკვლით დაემუქრა და დაურეკა რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ასევე მივიდნენ ადგილზე.
ტრანსგენდერმა ქალმა პოლიციას მიმართა, აგრესიული კაცების გარიდება და უსაფრთხოების მიზნით მათ სახლთან დარჩენა სთხოვა.
ამის შემდეგ სახლში მოვიდნენ სხვა ტრანსგენდერი ქალები, რომლებიც იმავე სახლში ცხოვრობენ, თუმცა, თავდამსხმელი კაცი 30-მდე სხვა კაცთან ერთად მათ დახვდა. მიაყენეს სიტყვიერი შეუფაცხყოფა, ასევე, ესროლეს ქვები.
ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქალს, ვისგანაც ბინა აქვთ დაქირავებული.
ტრანსგენდერი ქალები ითხოვენ, პოლიცია უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც იყოს მობილიზებული მათ საცხოვრებელ სახლთან.
თაგები:
თავდასხმა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს