“ჩვენ დავეთანხმებით იმას, რაც მიგვაჩნია გონივრულ კომპომისად, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს”


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მხოლოდ იმ შეთანხმებას დაეთანხმებიან, რომელიც მათთვის გონივრულია და რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან.
"თუ ვინმე ასე თვლის, რომ ნებისმიერ შეთანხმებას დაეთანხმება "ევროპული საქართველო", ეს ასე არ არის. ჩვენ დავეთანხმებით იმას, რაც მიგვაჩნია გონივრულ კომპომისად, იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. თავის მოტყუებას არ ვაპირებთ ნამდვილად. შეთანხმება მიგვაჩნია ყველა იმ პუნტზე, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა, როგორც მედიატორმა, რომელსაც ჩვენ მივეცით თანხმობა მედიაციაზე და მთავრობამაც ფორმალურად მაინც თანხმობა მისცა მედიაციაზე, ყველა მის მიერ ჩამოთვლილ საკითხზე უნდა იყოს გონივრული შეთანხმება და წინსვლა"-განაცხადა ბოკერიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს