Logo

“ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება”

საზოგადოება
528
Frontnews image description

ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესა და სხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის, წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მირქმის დღესასწაულზე ქადაგებისას ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტზე, მეუფე პეტრეზე საუბრისას განაცხადა.

"მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს  ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება, უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც  შეცდომილ შვილებს.

ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესა და სხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის, წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ", – განაცხადა პატრიარქმა.

თაგები:

Advertisement