“ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირს იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება”

ავტორი
Front News საქართველო
ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა, მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
"ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების საკითხი. რუსეთი ახდენს ოკუპირებას და ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირის მნიშვნელოვანი ძალისხმევა გულისხმობს მონიტორინგის მისიის ჩართულობას და მხარდაჭერას არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში და კონტექსტში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვის, საერთო უსაფრთხოების და უშიშროების საკითხების კონტექსტში. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირს, იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, მათ შორის, ბატონი ზაზა გახელაძის დაკავება.
დასკვნით ნაწილში, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ორივეს ბატონებო და იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე, საქართველოში გიხილავთ", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


