“ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი რესურსით აღვადგენთ თვითმფრინავებს და სამხედროები გადაადგილდებიან საუკეთესო ტექნიკით“

ავტორი
Front News საქართველო
"მე გავაჟღერე, რომ პირველი მოიერიშე თვითმფრინავ სუ – 25 -ს, კაპიტალური რემონტით მივიღებდით 2 კვირაში, ვადა დავიცავით, 2 დღით ადრეც გავარემონტეთ და მას შემდეგ, ჩვენ ყოველ მომდევნო 1 თვეში გვეყოლება კიდევ ერთი ერთეული რეაბილიტირებული მოიერიშე თვითმფრინავი. ჩვენ დაპირება შევასრულეთ,“ – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მოხერხდა იმ რესურსის მობილიზება, რაც ქვეყანას დაკარგული ჰქონდა. ასევე ხაზი გაუსვა პროფესიონალების საქართველოში დაბრუნებასა და დასაქმებას.
"აღსანიშნავია, რომ ჩვენი რესურსით აღვადგინეთ თვითმფრინავები. „დელტაში“ და შპს და სს „თბილავიამშენში“ ჩვენ მოვახერხეთ, რომ იმ რესურსის მოზიდვა უკან, რაც ქვეყანას დაკარგული ჰქონდა. ზოგიერთი პროფესიონალი საზღვარგარეთ იყო წასული და ეს ექსკლუზიური სპეციალობაა, მარტივი საშოვნელი არ არის. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ სრულიად ჩვენი რესურსით აღვადგენთ თვითმფრინავებს. ჩვენ ეს ფუფუნება საქართველოში 30 წელია არ გვქონია“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა სამხედრო მოსამსახურეებისთვის გადაადგილებისთვის საჭირო ძველი ტექნიკის საუკეთესო ტექნიკით ჩანაცვლებას. „წარსულს ჩავაბარეთ საბჭოთა მემკვიდრეობა, ე.წ. „კამაზები“ და „კრაზები“, რომლებიც აბსოლუტურად გამოსული იყო მდგომარეობიდან, ჩვენი სამხედროები გადაადგილდებოდნენ კატასტროფული ავტოტრანსპორტით, გზაში უფუჭდებოდათ და დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდიოდნენ. ჩვენ ჩავანაცვლეთ საუკეთესო ტექნიკით, „მანით“ და „ივეკოებით“, რომლებიც არის მსოფლიოს აღიარებული ბრენდები. დაახლოებით 40% , სადაც კრიტიკული სიტუაცია გვქონდა, ჩვენ ყველა ცეცხლი ჩავაქრეთ. 500-იდან 80% უკვე მიღებული გვაქვს, თვის ბოლომდე მოწოდებას დაასრულებენ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


