“ჩვენ მზად ვართ, ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს, 3 მოსმენით მხარი დავუჭიროთ და მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა”


ავტორი
Front News საქართველო
"რესპუბლიკური პარტია“ მზად არის, პარლამენტში კონკრეტული კენჭისყრის დროს შევიდეს. ამის შესახებ ხათუნა სამნიძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პარტია, რომელსაც 2 მანდატი აქვს, კვლავ მზად არის მანდატის დასათმობად, მაგრამ მზად არის მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელსაც 113 ხმა სჭირდება.
"თუ ხელისუფლება ბედავს და მზად არის, შემოგვთავაზოს ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ „რესპუბლიკელები“ მზად ვართ, რომ ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს, 3 მოსმენით მხარი დავუჭიროთ და მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციიდან ჩვენი კოლეგები გაითვალისწინებენ ამ რეალობას, რომ ამით ჩვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა შევუტიოთ“, – განაცხადა სამნიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს