"ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს" - ლუკაშენკო ტრამპისთვის მიცემული პირობის შესრულებას არ აპირებს


ავტორი
Front News საქართველო
ალექსანდრე ლუკაშენკო აღიარებს, რომ ის არ შეასრულებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის მიცემულ დაპირებას და პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს.
ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსში პოლიტპატიმრები არ არიან, დაკავებულები კი ბანდიტები არიან.
"გსურთ ათასი ან ორი ათასი (როგორც ისინი ითვლიან)? თან წაიყვანეთ, იქ წაიყვანეთ. იმედი გაქვთ, რომ ჩვენ გავათავისუფლებთ ბანდიტებს, რომლებმაც დაწვეს, ააფეთქეს და ისინი ამას აღიარებენ... ჩვენ გავათავისუფლებთ მათ და ისინი კვლავ ომს გამოგვიცხადებენ?“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი მტკიცებით, საზოგადოება "ამაში მხარს არ დაუჭერს".
15 აგვისტოს, ალასკაში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე, ტრამპმა ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. სხვა საკითხებთან ერთად, მათ განიხილეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და სხვა.
ტრამპის თქმით, ლუკაშენკო 1300 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება დაჰპირდა. ბელორუსი ოპოზიციისა და ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, სწორედ ამდენი ადამიანი იმყოფება ამჟამად ლუკაშენკოს რეჟიმის საპყრობილეში.
თაგები:
ალექსანდრე ლუკაშენკო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს