“ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვან სამიზნეებს მივწვდეთ”, – ისრაელი ირანს თავდასხმაზე პასუხს ჰპირდება

ავტორი
Front News საქართველო
ირანის გუშინდელ თავდასხმას ბალისტიკური რაკეტებით ისრაელი უპასუხებს. დარტყმა შეიძლება იყოს მნიშვნელოვან სამიზნეებზე, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.
“ჩვენ ვუპასუხებთ. ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ მნიშვნელოვანი სამიზნეები და დავარტყით მათ სიზუსტითა და ძალით”, – აღნიშნა ჰალევიმ ვიდეომიმართვაში ცენტრალური ისრაელის საჰაერო ძალების ბაზიდან.
მისივე თქმით, ისრაელს აქვს შესაძლებლობა, დაარტყას ნებისმიერ წერტილს ახლო აღმოსავლეთში.
“და ამას მალე გაიგებენ ჩვენი მტრები, რომლებსაც ჯერ არ ესმით ეს”, – აღნიშნა ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა.
1 ოქტომბერს, საღამოს ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) აღნიშნეს, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო სამიზნეების “დიდი რაოდენობა”.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, ირანმა 200-მდე რაკეტა გამოიყენა.
ამერიკელი სამხედროები დაეხმარნენ ისრაელს მტრის რაკეტების ჩამოგდებაში. ბრიტანეთმა ასევე მიიღო მონაწილეობა თავდასხმისგან დაცვაში.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


