“ჩვენი ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელმა მოკლა ყოფილი მეუღლე და სიდედრი, ადგილზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები”


ავტორი
Front News საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.
საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის ბაჩანა კვარაცხელიას განცხადებით, მკვლელობა გარდაცვლილი ქალის ორი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემთხვევის ადგილზე ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლის და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა დაზიანება. ის ამჟამად გადაყვანილია კლინიკაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას. დამატებით დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით. შემთხვევას შეესწრო გარდაცვლილის ორი არასრულწლოვანი შვილი და კიდევ ერთი პირი”, – განაცხადა კვარაცხელიამ.
თაგები:
მკვლელობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს