“ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან, რომ ეს არის პოლიტიკური კრიზისი, შესაბამისად, უნდა ჩატარდეს არჩევნები”


ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, საერთაშორისო გამოხმაურება ქვეყანაში მძიმე პოლიტიკურ კრიზისს ადასტურებს, რაც მხოლოდ ვადამდელი არჩევნებით შეიძლება განიმუხტოს.
"ჩვენი ის მეგობრები, რომლებიც გვეუბნებოდნენ სულ ცოტა ხნის წინ, რომ კი, იყო ხარვეზები, მაგრამ შედით პარლამენტშიო, დღეს გვეუბნებიან, მაგალითად, აშშ-ის საელჩოს განცხადებას კარგად დავაკვირდეთ, ის გვეუბნება, რომ არის საქართველოსი მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რატომაც ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს სწორედ, როცა რეჟიმი გვეუბნება, რომ არა, არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის საქართველოში და ამიტომ არ უნდა ჩავატაროთ არჩევნები.
დღეს უკვე ასე დგას საკითხი, ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან, რომ ეს არის პოლიტიკური კრიზისი, შესაბამისად, უნდა ჩატარდეს არჩევნები და ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ვინმე გაანადგურონ ან, თუნდაც, ეს ოფისი შტურმით აიღონ", – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს