Logo

“ჩვენთვის არცერთი ხედვა არ იქნება მისაღები, რომელიც არ ამოწურავს მელიას, რურუას და ვადამდელი არჩევნების საკითხს”

საზოგადოება
410
Frontnews image description

დოკუმენტში საერთოდ არაფერი წერია არჩევნებზე და ამიტომ არაა ჩვენთვის მისაღები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენთვის არცერთი ხედვა არ იქნება მისაღები, რომელიც არ ამოწურავს მელიას, რურუასა და ვადამდელი არჩევნების საკითხს. დღევანდელ დოკუმენტში, ვადამდელ არჩევნებზე არანაირი გადაწყვეტა არ არის. ეს მოხდა „ოცნების“ პოზიციის გამო. ამიტომ, ჩვენთვის, ეს დოკუმენტი მთლიანად არ ამოწურავდა ვითარებას, მაგრამ ბუნებრივია, იმ საკითხებზე, რომელზეც კარგად იყო ნამუშევარი, ვიყავით მზად, რომ კომპრომისზე წავსულიყავით. ჩვენი მიზანია, ისეთ შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თაგები:

Advertisement