Logo

“ჩვენთვის ცნობილია გეგმაც, რა გეგმითაც აპირებენ აქ შემოვარდნას”

საზოგადოება
710
Frontnews image description

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ შსს-ს გეგმით, ნიკა მელიას დასაკავებლად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჯერ პროვოკატორს შეუშვებენ და შემდეგ "შევარდებიან". 

ამის შესახებ უგულავამ "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ოპოზიციის სხვა ლიდერებიც არიან შეკრებილი. 

"ჩვენთვის ცნობილია გეგმაც, რა გეგმითაც აპირებენ აქ შემოვარდნას. ჯერ შემოუშვებენ პროვოკატრს.  

დღეს ღარიბაშვილი გვეუბნებოდა, რომ არ დაუშვებს პოლიციელის შეურაცხყოფას. პოლიციელის შეურაცხყოფა არის ის, რომ მარტო დატოვებს ხელისუფლება კრიმინალთან ბრძოლაში და მისცემს უკანონო დავალებას, დაარბიოს და დაასახიჩროს აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები. ამიტომ ჩვენი საზოგადოების მთავარი ადრესატია ყველა ის რიგითი პოლიციელი, რომელიც დგას არჩევანის წინაშე. არ შეასრულოთ ეს დავალება, უთხარით, რომ პოლიტიკური კრიზისი მაგიდასთან დაჯდომით უნდა მოგვარდეს", – აცხადებს უგულავა.  

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვას "ნულოვანი" ფასი აქვს. 

"ღარიბაშვილს ახლა თუ ჰგონია თავისი პრუტუნით ჩვენ აგვაგდებს და გადაწყვეტილებებს შეგვაცვლევინებს, ძალიან ცდება. მის სიტყვას აქვს ნულოვანი ფასი, ასე რომ იბრიქოს რამდენიც უნდა. იმიტომ რომ, აქ შემოვარდნა არის გაცილებით უარესი ვანდალიზმი, ვიდრე 9 აპრილს ჩაიდინა როდიონოვმა. ეს სრულიად ნათელი და ცალსახაა. მოიქეცით ისე, როგორც მაშინ მოიქცა ქართული პოლიცია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
 

თაგები:

Advertisement