Logo

ComCom-ის წევრად პარლამენტმა ანი ვაზაგაშვილი აირჩია

პოლიტიკა
149
Frontnews image description

კომუნიკაციების კომისიის წევრად პარლამენტმა ანი ვაზაგაშვილი 80 ხმით აირჩია. ის კომუნიკაციების კომისიის წევრის პოზიციაზე ვახტანგ აბაშიძეს შეცვლის.

"ანი ვაზაგაშვილს იურიდიული მიმართულებით საქმიანობის 11-წლიანი გამოცდილება აქვს.

ანი ვაზაგაშვილი 2024 წლიდან „ტელეიმედისა“ და „სტუდია მაესტროს“ იურიდიულ დეპარტამენტებს ხელმძღვანელობდა. 2019 წლიდან 2024 წლამდე, ანი ვაზაგაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოში, მთავარი იურისტი იყო. მანამდე კი, იურიდიულ კომპანიაში "სამართლის გზა“ სასამართლო დავების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. 2015 წლიდან 2017 წლამდე, ის ამავე ორგანიზაციაში იურისტის პოზიციას იკავებდა.

პროფესიით ანი ვაზაგაშვილი იურისტია. 2013-2017 წლებში მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2017-2020 წლებში - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საერთაშორისო კერძო და საჯარო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც, მას სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

ანი ვაზაგაშვილს სამართლის მიმართულებით სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო კურსები აქვს გავლილი", - აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები