Logo

დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო

Frontnews image description

დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში სკვერი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი მოეწყობა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანება, სკვერში განთავსდება მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდება ატრაქციონები, სკამები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

მოეწყობა გარე განათების, წყლისა და წყალარინების სისტემები, სპორტული მოედანი და ფიტნესზონა.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement