დაბა ახალდაბაში, ე.წ. ნეძვის გზისა და აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ე.წ. ნეძვის გზისა და აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 4.1-კმ გზის მონაკვეთი რეაბილიტირდება.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და გზის ასფალტბეტონის საფარით მოწყობას ითვალისწინებს.
თაგები:
ბორჯომი




