დაესწარი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსის - AI სტიპენდიის შესახებ და გაიგე როგორ მოიპოვო 100%-იანი დაფინანსება

ავტორი
Front News საქართველო
"საქართველოს ბანკი" განათლების მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსი- AI სტიპენდია შეიქმნა.
ახალი ინიციატივა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ აკადემიებში და დაეუფლონ ახალ პროფესიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. პროექტში მონაწილეობა და განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი.
სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა Stipendia.bog.ge-ზე, დაწეროთ სამოტივაციო წერილი და დაელოდოთ პასუხს გასაუბრების თაობაზე.
აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და ის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.
სწორედ ამ კურსებთან დაკავშირებით, 21 ნოემბერს, 18:00 საათზე საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და პარტნიორი აკადემიების წარმომადგენლები გამართავენ ონლაინ შეხვედრას, სადაც დაინტერესებულ ქალებს დეტალურად მოუყვებიან პროექტის შესახებ.
შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:
რაც შეეხება ბანკის პარტნიორ აკადემიებს, რომლებიც ჩართული არიან ამ სასტიპენდიო პროგრამაში, სია ასე გამოიყურება:
სმარტ აკადემია – Smart Academy;
თბილისის კომუნიკაციის სკოლა – Tbilisi School of Communication;
ციფრული ინდუსტრიის აკადემია – Academy of Digital Industry;
ეჯაილ სქული – AgileSchool;
სქილვილი – Skillwill;
სქეილაფი – ScaleUp.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


