დაღესტანში თავდასხმებს 15-ზე მეტი პოლიციელი და რამდენიმე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა


ავტორი
Front News საქართველო
15-ზე მეტი პოლიციელი გახდა თავდამსხმელების მსხვერპლი, რომლებმაც 23 ივნისს მაჰაჩკალასა და დერბენტში თავდასხმების სერია განახორციელეს, ასევე დაიღუპა რამდენიმე სამოქალაქო პირი, – ამის შესახებ დაღესტნის ხელმძღვანელმა სერგეი მელიკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპერატიული საბრძოლო მოქმედებების აქტიური ეტაპი დასრულდა, მოკლულია 6 თავდამსხმელი.
როგორც მან აღნიშნა, დაღესტანში ვითარებას ხელისუფლება და უსაფრთხოების ძალები აკონტროლებენ.
23 ივნისს მაჰაჩკალასა და დერბენტში უცნობმა პირებმა შეიარაღებული თავდასხმების სერია განახორციელეს, კერძოდ, პოლიციელებზე, სინაგოგასა და მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, რომლის მღვდელიც მოკლეს.
დაღესტანში 24-25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.
თაგები:
დაღესტანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს