Logo

“დახვრეტა და გადასახლება არ იქნება, მაგრამ იქნება სხვა ტიპის ზეწოლა, მათ შორის შეიძლება თანამდებობრივად”

საზოგადოება
1258
Frontnews image description

ხელისუფლების მიერ შექმნილი კულტურული ელიტები არაფრის მომცემია – ამის შესახებ პოეტმა პაატა შამუგიამ განაცხადა. 

"დღეს ბუნებრივია, სხვა დროა და დახვრეტა და გადასახლება არ იქნება, მაგრამ იქნება სხვა ტიპის ზეწოლა, მათ შორის შეიძლება თანამდებობრივად. თუ ვიღაც რეჟისორი, სამხატვრო ხელმძღვანელი ან სხვა თანამდებობის მქონეა, შეიძლება ამ სფეროს ჩამოაშორონ, დატოვონ ჰაერზე. ვფიქრობ, რომ მთავარი პოლიტიკა, რასაც ახლა აწარმოებენ, არის ის, რომ მთელი ეს წლები ხედავდნენ, რომ კულტურული ელიტები მთლიანად, თავიდან ბოლომდე იყვნენ ანტისახელისუფლებო ტალღაზე მომართულები, ამიტომ ცდილობენ ამ კულტურული ელიტების ჩანაცვლებას. უბრალოდ ეს ასე არ ხდება, ანუ, ხელისუფლება არ ქმნის კულტურულ ელიტებს, მას მომხმარებელი, მკითხველი, მაყურებელი ქმნის. ხელისუფლების მიერ შექმნილი კულტურული ელიტები საბოლოო ჯამში არის არაფრის მომცემი. როგორც საბჭოთა დროს იყო სახელისუფლებო ხელოვანთა ჯგუფი, ასეთი რამის გაკეთება სურთ", – განაცხადა შამუგიამ. 

კულტურის ახლადდანიშნულმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა "პოსტივის" ეთერში განაცხადა, რომ თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, შეეცდება გაიგოს მათი განსხვავებული აზრი საიდან მოდის.

თაგები:

Advertisement