დანილოვი – კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა


ავტორი
Front News საქართველო
პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ არის ნაბიჯი ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციისკენ, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
“პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ – ნაბიჯია ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციისკენ, მაქსიმალურად აძლიერებს რუსეთისა და პუტინის ნეგატიური აღქმისა და საზოგადოების უარყოფის დონეს ბელარუსულ საზოგადოებაში”, – განაცხადა დანილოვმა.
მისივე თქმით, კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა.
25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თითქოსდა ლუკაშენკოს თხოვნით, ბელარუსიაში ბირთვული იარაღის განთავსება გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაცია ბელარუსს არ გადასცემს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, მაგრამ განათავსებს მათ და ასწავლის სამხედროებს.
ბირთვული იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კამპანიამ (ICAN) დაგმო პუტინის განცხადება ბელარუსში იარაღის განლაგების შესახებ.
თაგები:
ალექსეი დანილოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს