
ავტორი
Front News საქართველო
იტალიის ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონო დანტეს დღისა და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის დაარსებიდან 20 წლისთავის აღმნიშვნელ ღონისძიებას დაესწრო.
დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა და მას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.
"ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალურმა მდივანმა, პროფ. ალესანდრო მაზიმ, უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტმა ნინო ცერცვაძემ და იტალიის ვარსკვლავის ორდენით დაჯილდოებულმა ქართული კულტურის ორმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა: ჯაკომო ლეოპარდის ლიტერატურული პრემიის მფლობელმა ქართველმა პოეტმა დავით მაღრაძემ, რომელსაც იტალიაში კარგად იცნობენ და არაერთი მნიშვნელოვანი საოპერო კონკურსის გამარჯვებულმა სახელგანთქმულმა ქართველმა მეცო სოპრანო ნინო სურგულაძემ.
თბილისის კომიტეტის წარმატებული ოცწლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიების დასასრულს, დანტე ალიგიერის საზოგადოების საპატიო სიგელები გადაეცათ ღონისძიების სტუმრებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის გავრცელებისა და ხელშეწყობის საქმეში", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
იტალიის საელჩო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს