დარჩელში 180 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო
დარჩელში, 180 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი დღეს გაიხსნა.
მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები, სველი წერტილები. საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
დარჩელის საბავშვო ბაღი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. პროექტის ღირებულება 3 675 232 ლარია.
დარჩელის გარდა, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭითაწყარში, რუხსა და შამგონაში განახორციელა.
დარჩელის ახალი საბავშვო ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ჭეჟიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი გუგუჩიამ და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ გახსნეს.
ახალი საბავშვო ბაღი ტექნიკითა და ავეჯით არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული მოწყალება“(IOCC)-მა აღჭურვა.
2012 წლიდან დღემდე აშენდა 14 საბავშვო ბაღი, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 27 ბაღს.
თაგები:
დარჩელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს