DATA BOOTCAMP ბათუმის ტექნოპარკში

ავტორი
Front News საქართველო
თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ბათუმის ტექნოპარკის ორგანიზებით Data Bootcamp ჩატარდა.
მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7-დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგები და მენტორშიფ სესიები ხელოვნური ინტელექტის (AI), მანქანური სწავლების (ML) და კომპიუტერული ხედვის (CV) მიმართულებით. ფინალურ დღეს კი შექმნილი პროექტები, წარუდგინეს ჟიურის წევრებს, რჩეული გუნდები და მონაწილეები სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდნენ.
Data Bootcamp-ის პარტნიორია თიბისი. გურჯაანის და ზუგდიდის Bootcamp-ის მსგავსად, ბათუმის ბანაკის რჩეულ მონაწილეებსაც, თიბისი აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარონ და თიბისის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად იმუშაონ მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
ბათუმის Data Bootcamp-ში მონაწილეობდნენ სტუდენტები, პროგრამირებაში გამოცდილი და Data Science-ით დაინტერესებული პირები, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატება.
ბათუმის, ზუგდიდისა და გურჯაანის შემდეგ, Data Bootcamp-ის დასკვნითი ეტაპი, ნოემბერში, თბილისში გაიმართება.
(R)
თაგები:
თიბისი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


