“დათა პაპა საქართველოს უკვდავი ჯარისკაცია და მისი სული ცხონდება მაშინ, როცა მის გაყოფილ მამულს გავაერთიანებთ”

ავტორი
Front News საქართველო
საოკუპაციო ხაზთან დათა ვანიშვილის ოჯახში სამძიმარზე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჩავიდა.
მისი მეუღლე სამძიმარს ნათესავებისგან და თანასოფლელებისგან, გამყოფი ხაზის მეორე მხრიდან იღებს.
"დათა პაპა საქართველოს უკვდავი ჯარისკაცია და ის ასეთად დარჩება მუდამ და მისი სული ცხონდება მაშინ, როცა ჩვენ მის გაყოფილ მამულს გავაერთიანებთ, პუტინისგან შემოტანილ მავთულხლართებს გადავადნობთ და იმ მეტალისგან დათა პაპას ძეგლს ჩამოვასხამთ და აქ დავუდგამთ. ეს არის ჩვენი თაობის მოვალეობა", – აღნიშნა ნათელაშვილმა.
დათა ვანიშვილს ხვალ, 22 მარტს საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცეულ სასაფლაოზე დაკრძალავენ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


