დათა ვანიშვილი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცეულ სასაფლაოზე დაკრძალეს

ავტორი
Front News საქართველო
ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო, 88 წლის დათა ვანიშვილი სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს.
საოკუპაციო ზოლს აქეთ, დათა პაპას ნათესავები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები, რომელთაც ოჯახისთვის პირადად მისამძიმრების საშუალება არ მიეცათ.
დათა ვანიშვილის ნათესავების ერთმა ნაწილმა მავთულხლართების იქით გადასვლა ევროკავშირის ცხელი ხაზის საშუალებით მოახერხა, ნაწილს კი უფლება არ მისცეს.
მავთულხლართებთან იმყოფებოდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
"არაერთ პრეზიდენტთან ერთად ვარ მე აქ ნამყოფი და სიამაყით მომყავდა თავისუფალი სამყაროს ლიდერები და ვაცნობდი დათა პაპას სწორედ იმიტომ, რომ მეჩვენებინა რამდენად გაუტეხელია ჩვენი გენი", – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საოკუპაციო ზოლთან შეკრებილებმა გარდაცვლილისთვის პატივის მისაგებად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, მავთულხლართი კი საქართველოს დროშებითა და ყვავილებით შეამკეს.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


