Logo

დათა ვანიშვილს დღეს დაკრძალავენ

საზოგადოება
720
Frontnews image description

დათა ვანიშვილს დღეს, 15:00 საათზე სოფლის სასაფლაოზე დაკრძალავენ. მოქალაქეებმა მავთულხლართებთან მისვლა დილიდან დაიწყეს.

მისი მეუღლის ვალია ვანიშვილის თქმით, ოსური მხარე დაუკავშირდა და უთხრა, რომ ნათესავებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიების მხრიდან შეუძლიათ, დაკრძალვის დღეს ე.წ საზღვარზე გადავიდნენ.

დათა ვანიშვილის დაკრძალვაზე დღეს მოქალაქეები და პოლიტიკოსები ჩავლენ.

88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.

წლების განმავლობაში დათა ვანიშვილი ხურვალეთში ჩასულ ვიზიტორებს, მათ შორის მაღალი რანგის უცხოელ პოლიტიკოსებს, მავთულხლართებიდან ეკონტაქტებოდა, რის გამოც არაერთხელ დააკავეს.

მისი სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მავთულხლართების გავლების შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ის უარს ამბობდა საკუთარი სახლის დატოვებაზე, რის გამოც ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.  

თაგები:

Advertisement