დათო კოდუა - ანაკლია-განმუხურში გამოცხადებული გვაქვს საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი, მათ შორის აღვადგენთ საფეხმავლო ხიდს

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ გადაცემა ,,იმედი ლაივის“ ეთერში ტურისტული მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ტურიზმის განვითარების კუთხით, ანაკლია-განმუხურში გამოცხადებულია საპროექტო ტენდერი, რომელიც მოიცავს საფეხმავლო ხიდის მშენებლობას, რეკრეაციული ზონებისა და სპორტული მოედნების მოწყობას.
"ტურისტული მიმართულებით ანაკლია განმუხურზე გამოცხადებული გვაქვს საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ, მათ შორის გათვალისწინებულია საფეხმავლო ხიდი რომელიც თავის დროზე იყო უხარისხოდ გაკეთებული, აბსოლუტურად უხარისხოდ, მოეწყობა ინფრასტრუქტურა დამსვენებლებისთვის, მოეწყობა რეკრეაციული ზონები, მოეწყობა სპორტული მოედნები და ასე შემდეგ“, - განაცხადა დათო კოდუამ.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტის პროექტზე, რომელიც მისი შეფასებით, „ზუგდიდის ეკონომიკური განვითარების ყველაზე დიდი სტიმული გახდება“.
მისი თქმით, უკვე არაერთი ადგილობრივი დასაქმებულია და პორტის დასრულება არა მხოლოდ ზუგდიდის, არამედ მთელი რეგიონის ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
თაგები:
დათო კოდუა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


