დათო კოდუა - "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ზუგდიდში ძალიან ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა, მოქალაქეებთან აქტიურ შეხვედრებს აგრძელებს.
მერობის კანდიდატი დღეს ჩიქოვანის და ყურწუას ქუჩების მოსახლეობას შეხვდა, სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროებები და იდეები მოისმინა.
"მოქალაქეებთან აქტიური შეხვედრების პროცესი გრძელდება. დღესაც ჩიქოვანის და ყურწუას ქუჩებზე ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზე, მოქალაქეებისგან მოვისმინეთ საჭიროებები და მათი იდეები - უკეთესი ზუგდიდისთვის.
"ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ზუგდიდში ძალიან ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, ამას მოქალაქეები თავადვე გრძნობენ. დღეს ზუგდიდი არის მუნიციპალიტეტი უკეთესი ჯანდაცვითა და სოციალური პროგრამებით, განათლების ახალი სასწავლო სივრცეებით, უფრო მაღალი ეკონომიკური აქტივობით, მეტად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით და ეს ჩვენ ერთად, ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერითა და მოქალაქეების გვერდში დგომით შევძელით!
პროცესი კიდევ უფრო მეტი შემართებით გაგრძელდება! ჩვენ თვისობრივად განახლებული ზუგდიდის განვითარებას კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესაბამისად ვაპირებთ", - განაცხადა დათო კოდუამ.
მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებს პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ჯიჭონაია ესწრებოდნენ.
თაგები:
დათო კოდუა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს