დათო კოდუა - ზუგდიდში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ავტოდრომი აშენდება

ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ავტოდრომი აშენდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ ინგირში გამართულ ავტომოყვარულთა შეჯიბრზე განაცხადა.
კოდუას განმარტებით, ახალი ავტოდრომი დასავლეთ საქართველოს ავტოსპორტის მიზიდულობის ცენტრი იქნება.
„ზუგდიდი ავტოსპორტის მიმართულებით გამორჩეული ქალაქია. დღეს, რიგით მეექვსე ღონისძიებას ვატარებთ. ზუგდიდს ავტოსპორტის მიმართულებით ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, რაზეც დღევანდელი ღონისძიება და აქ ადამიანების დაინტერესებაც მეტყველებს.
მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით ამ ადამიანებს, ავაშენებთ თანამედროვე ინფრასტრუქტურას ავტოსპორტისთვის, რომელიც იქნება დიდი მიზიდულობის ცენტრი ავტოსპორტით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ჩვენი მხარდაჭერა ექნება სპორტის ყველა სახეობას, ამისთვის კი გვჭირდება საინტერესო პროექტები, იდეები სპორტის სხვადასხვა მიმართულებით“ , – განაცხადა კოდუამ.
დღეს გამართულ შეჯიბრზე ავტომოყვარულები ერთმანეთს 6 კატეგორიაში შეეჯიბრნენ. ღონისძიება მეექვსე წელია, ტარდება. ინგირში გამართულ ავტომოყვარულთა შეჯიბს ზუგდიდის მერობის კანდიდატთან ერთად, პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა ესწრებოდა.
თაგები:
დათო კოდუა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


