Logo

დავით ჩიხელიძე - ეს ქმედება გვარწმუნებს რომ მათი ადგილი ციხეშია და არა პოლიტიკაში

პოლიტიკა
241
Frontnews image description

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “ფარამ” კიდევ ერთხელ ამხილა, "ქვეყნის მტერი ნაციონალური მოძრაობა".

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაფინანსებულ ადამიანებს შორის  ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჯო უილსონიც არის, რომელიც საქართველოს კრიტიკით არის გამორჩეული, მინდა ნაცებს ვუთხრა თუ ვინმეს იმიტომ ქირაობთ რომ საქართველო გააშავოს, პატივი მაინც გვეცით და ჯო ვილსონს ნუ გვაკადრებთ, მისთვის საქართველოს ხსენებაც კი დიდი პატივია.

"ფარამ კიდევ ერთხელ ამხილა, ქვეყნის მტერი ნაციონალური მოძრაობა, გავრცელებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული შავი პიარი დააფინანსა! ეს ქმედება გვარწმუნებს რომ მათი ადგილი ციხეშია და არა პოლიტიკაში, მათმა ქცევამ გამსახურდიას სიტყვები გამახსენა, "როცა ერს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც  ვერ გაამარჯვებინებს მას." უამრავი შიდა მტრის მიუხედავად საქართველო განვითარებას ახერხებს რაც ნამდვილად დასაფასებელი მოვლენაა. სწორედ საქართველოს სტაბილურ განვითარებაში ჩანს ქართული ოცნების სიძლიერე და ქვეყნის სიყვარული. 
ნაციონალური მოძრაობის მიერ დაფინანსებულ ადამიანებს შორის  ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჯო ვილსონიც არის, რომელიც საქართველოს კრიტიკით არის გამორჩეული, მინდა ნაცებს ვუთხრა თუ ვინმეს იმიტომ ქირაობთ რომ საქართველო გააშავოს, პატივი მაინც გვეცით და ჯო ვილსონს ნუ გვაკადრებთ, მისთვის საქართველოს ხსენებაც კი დიდი პატივია!“ - წერს ჩიხელიძე.

როგორც "იმედინიუსი" წერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ამერიკული ლობისტური კომპანია - “ნელსონ მალინსი” (Nelson Mullins Riley & Scarborough, LLP) - დაიქირავა. ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულებას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელს პეტრე ცისკარიშვილი აწერს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები