დავით ჩიხელიძე - მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლეფეხებიანი ტყუილია


ავტორი
Front News საქართველო
"გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანი ტყუილია“,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, თითქოს მიშა მესხი კულტურის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა.
ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ მესხმა საგამოძიებო კომისიაზე ამხილა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი და სწორედ ეს გახდა მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მთავარი მიზეზი
"გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლეფეხებიანი ტყუილია, მაგრამ თუნდაც სიმართლე იყოს, მიშა მესხს ქვეყნის მოღალატეების და გამყიდველების დასაცინი რა სჭირს?
მიშა მესხმა, საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ ამხილა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, სწორედ საგამოძიებო კომისიაზე მის მიერ თქმული სიმართლე გახდა მიშა მესხის გაშავების მიზეზი. ოდითგანვე ასეა ნაციონალურ მოძრაობას სძულს ყველა, ვინც მათ სისხლიან რეჟიმს ამხელს და მათი გასამართლების გზაზე ერთ აგურს მაინც დადებს.
მიშა მესხს პირადად არ ვიცნობ, თუმცა საქართველო პატარა ქვეყანაა და ვიცი, რომ ის ღირსეული ადამიანი, რომელსაც უღირსი მეთოდებით ებრძვიან!“, - წერს დავით ჩიხელიძე.
თაგები:
დავით ჩიხელიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს