დავით ჩიხელიძე - როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია აგოს პასუხი და ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს

ავტორი
Front News საქართველო
როგორც ირკვევა, მანჩო გიორგობიანმა დანაშაული 2 ნოემბერს ჩაიდინა, ხოლო უკვე 4-ში კარგად აცნობიერებდა, რომ პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებოდა და დააკავებდნენ, სწორედ მაშინ გადაწყვიტა ახალი გეგმის განხორციელება, გეკა გელაძესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუტია, რათა საზოგადოებაში შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს მისი საქმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდა. ეს იყო გაცილებით უფრო გააზრებული ნაბიჯი, ვიდრე ემოციური რეაქცია. მცდელობა, სამართლებრივი რეალობა პოლიტიკური იარლიყით დაეფარა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე, შესაბამისად, როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია აგოს პასუხი და ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს.
„როგორც ირკვევა, მანჩო გიორგობიანმა დანაშაული 2 ნოემბერს ჩაიდინა, ხოლო უკვე 4-ში კარგად აცნობიერებდა, რომ პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებოდა და დააკავებდნენ, სწორედ მაშინ გადაწყვიტა ახალი გეგმის განხორციელება, გეკა გელაძესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუტია, რათა საზოგადოებაში შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს მისი საქმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდა. ეს იყო გაცილებით უფრო გააზრებული ნაბიჯი, ვიდრე ემოციური რეაქცია. მცდელობა, სამართლებრივი რეალობა პოლიტიკური იარლიყით დაეფარა.
დაკავებას პოსტებთან ან ემოციებთან საერთო არაფერი აქვს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე. როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია აგოს პასუხი და ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს.
სამწუხაროა, რომ მანჩო გიორგობიანმა საკუთარ ახლობლებს ავნო, შვილის მეგობრებს დაურეკა, უთხრა, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს და დახმარება სთხოვა, რითაც მათაც გარია იმ ქაოსში, რომელიც თავად შექმნა.
ქვეყანა ემოციებით კი არა, კანონებით იმართება. დანაშაული დანაშაულია და ვინც დააშავა, პასუხი უნდა აგოს, მიუხედავად იმისა, რა ფორმით ცდილობს საკუთარი ქმედების გამართლებას“, - წერს დავით ჩიხელიძე.
თაგები:
დავით ჩიხელიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


