Logo

დავით ჩომახიძე - ლევან ხაბეიშვილის დაკავებით და პატიმრობით დარღვეულია როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო კონვენციები

პოლიტიკა
106
Frontnews image description

“ლევან ხაბეიშვილის დაკავებით და პატიმრობით დარღვეულია როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო კონვენციები – მას უსამართლოდ წაართვეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ოჯახთან კომუნიკაციაც შეუზღუდეს, მაგრამ მათი მცდელობა ლევანი მორალურად გაეტეხათ ვერ გაამართლა”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის უფლებადამცველმა დავით ჩომახიძემ განაცხადა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დაირღვა არა მარტო შიდა კანონმდებლობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ასევე პატიმრობის უკანონო აღკვეთით, როგორც სისხლის სამართლის კოდექსით და უამრავი ნორმა, რაზეც ლაშამ ისაუბრა, ამასთან ერთად დარღვეულია საერთაშორისო კონვენციები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლება დაცვის შესახებ. წარმოიდგინეთ, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში უამრავ საერთაშორისო კონვენციას შეუერთდა საქართველო, ადამიანის უფლებებზე სადაც არის საუბარი, თითოეული მკაცრად განსაზღვრავს მოპყრობას ადამიანისას, მის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, ყველაფერი ეს დაარღვიეს, ჯერ უკანონო დაკავებით, შემდეგ უკვე უკანონო პატიმრობით და ამ პატიმრობის მიზეზი ერთ-ერთი იყო რა? რომ თითქოს ლევანმა იმ სამ მოძიებულ მოწმეზე, რომლებიც გდდ-ს თანამშრომლები არიან, მოახდენდა გავლენას. ამის შემდეგ ეს არ იკმარეს და ოჯახის წევრებს აუკრძალეს ლევანთან კომუნიკაცია, აუკრძალეს ციხიდან წერილების წერა, აუკრძალეს მიღება წერილების და რომელ წერილებზეა საუბარი? შვილმა უნდა მოიკითხოს მამა, მამამ მოიკითხოს საკუთარი შვილი, ტელეფონის გამოყენებაზე ზედმეტია საუბარი. ყველამ კარგად იცის, მათ შორის დამკავებლებმაც, რომ ლევანი უდანაშაულოა და უსამართლოდ არის დაკავებული, მათი მცდელობა ჩავარდა წყალში, რომ ლევანი მორალურად გაეტეხათ, მაგრამ ლევანი იმაზე მხნედ გამოიყურება, ვიდრე იყო და ეს მისი შემართებიდანაც ძალიან კარგად ჩანს”, - განაცხადა დავით ჩომახიძემ.

 

Advertisement