დავით ჯანდიერი - მოვითხოვთ, რომ მე-8 პენიტენციურის, "ვივამედის" და საბადრაგო სამსახურის სამხრე კამერები იყოს ამოღებული და დაარქივებული


ავტორი
Front News საქართველო
მოვითხოვთ, რომ მე-8 პენიტენციურის, "ვივამედის" და საბადრაგო სამსახურის სამხრე კამერები იყოს ამოღებული და დაარქივებული, რის შემდეგაც ჩვენ შეგვეძლება ამ ვიდეო მასალებს გავეცნოთ, - ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით მოთხოვნა უკვე რამდენიმე დღეა დაყენებულია პენიტენციური სამსახურის მიმართ.
"გიორგი ბაჩიაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით მოთხოვნა უკვე რამდენიმე დღეა დაყენებულია პენიტენციური სამსახურის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, არ მგონია, რომ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი.
რაც შეეხება, ჯანმრთელობის მდგომარეობას, გასული კვირის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ვნახულობდით, ის აგრძელებდა მკურნალობას იმ დაზიანებების გათვალისწინებით, რომელიც მას მიაყენეს და შეინიშნებოდა პოზიტიური დინამიკა. მოვითხოვთ, რომ მე-8 პენიტენციური, „ვივამედისა“ და საბადრაგო სამსახურის სამხრე კამერები იყოს ამოღებული და დაარქივებული, რის შემდეგაც ჩვენ შეგვეძლება ამ ვიდეო მასალებს გავეცნოთ“,- განაცხადა დავით ჯანდიერმა.
თაგები:
დავით ჯანდიერი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს