დავით კარგარეთელი - ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებები ჩვენთვის მომავალშიც პრიორიტეტი იქნება


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ გარდაბნის მერობის კანდიდატმა დავით კარგარეთელმა გასული ოთხი წლის მანძილზე განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა.
"ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში შვიდ საჯარო სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ასევე, ვფიქრობთ, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იმ სოფლებში, სადაც საჭიროა საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები, შევეცდებით, უმოკლეს ვადებში მოვახდინოთ მათი რეაბილიტაცია“, - განაცხადა კარგარეთელმა.
მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, გზების რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტი.
„გარკვეული ნაწილი დაეთმობა იმას, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ასევე, ქალაქ გარდაბანში, სადაც დარჩენილია მოსაწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ ამ საკითხს. შემუშავებული გვქონდა ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ძალიან კარგი პროგრამები, რომლითაც უკვე სარგებლობს ჩვენი მოსახლეობა და ეს მიმართულება ჩვენთვის, რა თქმა უნდა, იქნება პრიორიტეტი“, - განაცხადა დავით კარგარეთელმა.
თაგები:
დავით კარგარეთელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს