
ავტორი
Front News საქართველო
დაუშვებელია სპეცსამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები, პერსონალური მონაცემები და სახლის მისამართები საჯარო იყოს, ეს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს ნინო ლომჯარიას "ფეისბუკ" პოსტთან დაკავშირებით, რომ "გამჭვირვალობის კანონის“ ავტორი მამუკა მდინარაძე თავისი ქონებრივი დეკლარაციის გასაჯაროებაზე უარს ამბობს“.
"ლომჯარიას მინდა ვკითხო - დაასახელებს თუ არა რომელიმე თავმოყვარე ქვეყანას, სადაც სპეცსამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაცია არის საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი?
ლომჯარიას მინდა ვკითხო - MI 6, ცაჰალის, CIA - ის უფროსის, მოადგილეების მისამართები და სახლები იცის მოსახლეობამ?
ახლა საზოგადოებას მინდა ვუთხრა - ცხადია, დაუშვებელია სპეცსამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები, პერსონალური მონაცემები, სახლის მისამართები და ტუფლის ზომა საჯარო იყოს. ეს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. დავაკვირდეთ კარგად აქ სიტყვას - არ შეიძლება იყო საჯარო! ცხადია, დეკლარაციასაც შეავსებენ და შესაბამისი სამსახურები (აუდიტი) შეამოწმებს, მაგრამ მისი საჯაროობა დაუშვებელია!!!" - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
დავით ქართველიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს