Logo

დავით ქაცარავა - ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ არასრული, იმიტომ, რომ ამ სამი საგუშაგოს გარდა, უნდა ჩადგმულიყო მინიმუმ კიდევ ორი საგუშაგო

პოლიტიკა
113
Frontnews image description

ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ არასრული, იმიტომ, რომ ამ სამი საგუშაგოს გარდა, რომელიც ჩადგა ჩვენმა ძალოვანმა სტრუქტურამ, უნდა ჩადგმულიყო მინიმუმ  კიდევ ორი საგუშაგო, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პრინციპულად სწორი გადაწყვეტილება იყო ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა და ასე უნდა მოქცეულიყო სახელმწიფო, რომელიც იცავს თავის ტერიტორიებს.

"ღოღეთი არის ერთ-ერთი ის სოფელი, სადაც საოკუპაციო რეჟიმი აქტიურობს და აწარმოებს ბორდერიზაციას ხელისუფლება მაქსიმალურად მალავს ინფორმაციას ასეთი შემთხვევების შესახებ და მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევით, ჩვენი პატრულირების დროს თუ გადავაწყდებით პროცესს, მაშინ საჯაროვდება ეს შემთხვევები და ღოღეთიც ეს შემთხვევაა. ჩვენ აქ მარტიდან ვაფიქსირებთ საოკუპაციო ძალების გააქტიურებას და მაშინვე გავავრცელეთ ამბავი, რომ იქ დაიწყო შეღობვის პროცესი, თუმცა ახლა კიდევ უფროა გააქტიურებული. რუსები მუშაობენ სრულ კომფორტში. სამწუხაროდ, იქ ვერ ნახავთ არა თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელს, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც არ ადარდებთ ეს საკითხი, პოლიციელები არ არიან იქ. რუსები გამოდიან მშვიდად, წყნარად მუშაობენ და ხელის შემშლელი არავინ ჰყავთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს ე.წ. ხელისუფლება უქმნის მაქსიმალურ კომფორტს და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს არის ხელწერა "ქოცნაკრების", რომელიც წლებია, რუსებთან კოლაბორაციაშია.

თუ მივუბრუნდებით ჩორჩანას საკითხს, ჩორჩანა იყო ერთადერთი, სადაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ სცადა გარკვეული უხერხულობის და დისკომფორტის შექმნა. 

ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ არასრული იმიტომ, რომ ამ სამი საგუშაგოს გარდა, რომელიც ჩადგა ჩვენმა ძალოვანმა სტრუქტურამ, უნდა ჩადგმულიყო მინიმუმ  კიდევ ორი საგუშაგო იმ ადგილას, სადაც რუსები არიან შემოჭრილი და სადაც მათ აქვთ საგუშაგო დაყენებული და ეს ტერიტორია გადარჩებოდა. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ასეც უნდა მოქცეულიყო სახელმწიფო, რომელიც იცავს თავის ტერიტორიებს", - განაცხადა დავით ქაცარავამ.

Advertisement