Logo

დავით კოდუა უფასო სასადილოში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

რეგიონები
47
Frontnews image description

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროს ნინო სხულუხიასთან ერთად უფასო სასადილოში იმყოფებოდა, სადაც არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და ბენეფიციარებს გაესაუბრა.

"სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უფასო სასადილოს პროგრამა რეალური დახმარებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, რომ მომსახურება იყოს ხარისხიანი, ღირსეული და მოქალაქეზე მაქსიმალურად მორგებული. ჩვენ ამისთვის გვექნება მუდმივი კომუნიკაცია უფასო სასადილოს ბენეფიციარებთან და შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ ხარისხსა და მომსახურებას“, - განაცხადა ზუგდიდის მერმა.

"სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, ზუგდიდში უფასო სასადილო ფუნქციონირებს, რომელთა ბენეფიციარები ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე პირები, შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, ხანდაზმულები და სხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფები არიან.

უფასო სასადილოს მომსახურებით ყოველდღიურად 300 ბენეფიციარი სარგებლობს, რისთვისაც მიმდინარე წელს 305 406 ლარია გამოყოფილი.

სასადილოში წარმოდგენილი მენიუ სამ კომპონენტიანია და სეზონურად იცვლება.

უფასო სასადილოს ბენეფიციარები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობენ.

თაგები:

ზუგდიდი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები