Logo

დავით მათიკაშვილი - ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია, წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც

პოლიტიკა
197
Frontnews image description

ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია, წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა "იმედთან" განაცხადა.

მათიკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა.

"ნაცმოძრაობა“ და მორალი, "ნაცმოძრაობა“ და ეკლესია, ქრისტიანობა, ღმერთი, ერთმანეთთან ასიმეტრიულად განსხვავებული ცნებებია. მათ ეს ყველაფერი და კერძოდ ქალბატონ ბოკუჩავას წარმოუდგენია პოლიტიკური დღის წესრიგის ქულებისთვის დაწერის ნაწილად. ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია, წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა: "სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს, არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები