Logo

დავით მათიკაშვილი - სამწუხაროდ, დიდი ბრიტანეთი გამოირჩევა აბსოლუტურად გაუგებარი, აუხსნელი, სამართლებრივად დაუსაბუთებელი ქმედებით

პოლიტიკა
444
Frontnews image description

სამწუხაროდ, დიდი ბრიტანეთი გამოირჩევა მსგავსი ქმედებებით, აბსოლუტურად გაუგებარი, აუხსნელი, სამართლებრივად დაუსაბუთებელი ქმედებით - სანქციით, რომლის უკანაც რეალურად არაფერი დგას და აშკარად იკითხება ის სუბიექტური კვალი გლობალური ნეგატიური ძალებისა, რომელთა ცენტრად ამ ბოლო ჟამს ევროპის კონტინენტი გადაიქცა, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.

დეპუტატი აცხადებს, რომ ეს ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან პირველი მსგავსი გადაწყვეტილება არ არის.

„ეს არის იმ სამწუხარო პოლიტიკის გაგრძელება, რაც საქართველოსთან მიმართებით ხდება უკრაინაში ომის პირობებში ჩვენი როლის თვალსაზრისით“, - აცხადებს მათიკაშვილი.

დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

Advertisement