დავით ფაცაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებები და მათი მხარდაჭერის მიზნით უკვე არსებული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია დევნილთა სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში და მათი მაქსიმალური ჩართვა რეგიონის ეკონომიკურ, კულტურულ და სამოქალაქო ცხოვრებაში.
"მადლობას ვუხდი ბატონ სულხან თამაზაშვილს მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ბევრი კარგი, საჭირო პროექტის განხორციელებას მოვახერხებთ, ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის გაძლიერებისა და განვითარებისათვის“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.
თაგები:
დავით ფაცაცია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა