Logo

დავით ფაცაცია საქართველოში წმინდა საყდრის სამოციქულო დესპანს ანტე იოზიჩს შეხვდა

პოლიტიკა
108
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საქართველოში წმინდა საყდრის სამოციქულო დესპანს ანტე იოზიჩს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივი პროექტის განხორციელებას და საერთაშორისო პროექტებში მათი ჩართულობის შესაძლებლობებს.

"ანტე იოზიჩს მადლობა გადავუხადე გამოხატული თანადგომისათვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურ და მჭიდრო ხასიათს მიიღებს", - განაცხადა დავით ფაცაციამ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ქარაია.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები