
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ჩატარდა მყინვარების მასშტაბური კვლევა, ასეთი მასშტაბის კვლევა ფაქტობრივად არასდროს ჩატარებულა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, კვლევა ჩაატარა ძალიან კომპეტენტურმა, მნიშვნელოვანმა საერთაშორისო კომპანიამ და მასში შვეიცარიელი და ქართველი ექსპერტები ერთობლივად მონაწილეობდნენ.
"რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს. მნიშვნელოვანია შემდგომი ეტაპები, მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების გატარება. მონიტორინგის სისტემები მომდევნო 2 წლის განმავლობაში დამონტაჟდება და შემდგომი ეტაპი უკვე ამ სამუშაოების შედეგად განისაზღვრება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
თაგები:
დავით სონღულაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს