Logo

დავით ზურაბიშვილი - ამ ქვეყანაში ყველა რევოლუცია წარმატებით დამთავრდა იმიტომ, რომ ხელისუფლება შიგნიდან იყო დანგრეული და ამას დანგრევის არაფერი ეტყობა

პოლიტიკა
2 დღის წინ / 21:13
156
Frontnews image description

მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან გამწარებული არიან და ყველანაირი ინტერაქცია ეზიზღებათ ხელისუფლებასთან, მაგრამ ერთია აქტივიზმი, ერთია პროტესტი, რომელიც ნაწილია პოლიტიკური პროცესის და ეს არ არის პოლიტიკური პროცესი მხოლოდ. ხელისუფლება მხოლოდ იმით, რომ ჩვენ გამოვიდეთ ქუჩაში, დავდგეთ მაგრად, არ წავიდეთ არსად, ხელისუფლებას არაფერში გავეკაროთ და ხელისუფლება დაინგრევა შიგნიდან, ასე ბუნებრივია არ მოხდება. ასე არასდროს არსად მომხდარა და ვერც ვერასდროს მოხდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"რამდენიმე რევოლუციას ვარ შესწრებული და ზოგიერთში უშუალოდ მონაწილეობაც მაქვს მიღებული. ყველა რევოლუცია ამ ქვეყანაში, იგივე ვარდების რევოლუცია, რომელიც დამთავრდა წარმატებით, წარმატებით დამთავრდა იმიტომ, რომ შიგნიდან იყო ხელისუფლება დანგრეული სრულიად და ამას არაფერი დანგრევის არ ეტყობა. დანგრეული იყო იმიტომ, რომ იგივე შევარდნაძის დროს ხელფასს ვერ უხდიდნენ სპეცრაზმელებს, ზეიკიძის ძეხვზე იდგნენ და შიმშილით კვდებოდნენ სპეცრაზმელები. ახლა ასე არ არის. კარგად გამაძღარი ჰყავთ, კარგად უხდიან და საკმაოდ შეკრული ძალოვანი სტრუქტურები ჰყავთ, კარგად გაკონტროლებული. არავითარი რღვევის ნასახიც არ შეიმჩნევა“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

Advertisement