
ავტორი
Front News საქართველო
ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გასათავისუფლებად ყველაფერს გააკეთებს.
ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული.
“არ ვაპირებ მშვიდად ვიყო და შორიდან ვუყურო ჩემი მეგობრების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას. ისინი რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები არიან და რაც ჩემ ძალებშია, ყველაფერს გავაკეთებ მათი გათავისუფლებისათვის”, – აცხადებს კეზერაშვილი.
მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში არანაირი ინტერესი არ აქვს და არ აპირებს, დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას.
თაგები:
დავით კეზერაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს