Logo

დავით ხაჯიშვილი – აუცილებლად დასანქცირდება ივანიშვილი და მისი პარტია იმ ქმედებისთვის, რაც ჩაიდინეს

პოლიტიკა
1162
Frontnews image description

თუ გვინდა, თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და ამის შემდეგ ვნახოთ, ვინ ვის მოუგებს არჩევნებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ივანიშვილს დღეს საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, რაც 26 ოქტომბერს დასრულდება.

 

“ჩვენს მეგობრებს ძალიან სწორი შეფასება ჰქონდათ გუშინ კონგრესში. ჩვენი აზრით, აუცილებლად დასანქცირდება ივანიშვილი და მისი პარტია იმ ქმედებისთვის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. 

 

ვფიქრობ, რომ დღეს ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი საქართველო, ჩვენი მოსახლეობა და ის ვაჭრობს ჩვენს მეგობრებთან, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვა, ისინი დასანქცირდებიან აუცილებლად, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს სანქციები მხოლოდ მათზე არ აისახება, ეს აისახება ჩვენს მოსახლეობაზე. ეს პროცესი კი დასრულდება 26 ოქტომბერს, როდესაც ჩვენი მოსახლეობა უარს ეტყვის ივანიშვილს და მის პარტიას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ გვინდა, თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და ამის შემდეგ ვნახოთ, ვინ ვის მოუგებს არჩევნებს”, – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები